fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტებმა დილით კიევისკენ 14 რაკეტა ისროლეს – არიან დაზარალებულები

26 ივნისს, დილით, კიევისა და კიევის ოლქის დასახლებებისკენ 14 რაკეტა იყო გაშვებული – ინფორმაციას რადის დეპუტატი ოლექსანდრ გონჩარენკო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, კიევის თავზე ერთი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ერთი კი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არიან დაზარალებულები. ინფორმაცია ზუსტდება.

გამოქვეყნდა ასევე ვიდეო, რომელიც კიევში, რაკეტის დაცემის ადგილას გაჩენილ ხანძარს ასახავს.

კიევის დაბომბვის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, ასევე ცნობებს ფრონტის სხადასხვა უბნებიდან მიადევნეთ თვალი მუდმივად განახლებად ტელეგრამ-არხზე:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული