fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მისმინე, ჩვენ არ გვინდა დაგხვრიტოთ, მაგრამ…” – ლეხ ვალენსა ჰყვება, როგორ უნდა ელაპარაკო პუტინს

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან არა დიპლომატიის, არამედ ძალის ენითაა საუბარი საჭირო, რადგან მას მხოლოდ ეს ენა ესმის.

ლეხ ვალენსამ მოიყვანა მაგალითი, როგორ უნდა ელაპარაკებოდნენ პუტინს:

“პუტინი უნდა დასვა და უთხრა: “ჩვენ არ გვინდა დაგხვრიტოთ, მაგრამ ვერ გადარჩები. ნუ გამოსცდი ჩვენს შესაძლებლობებს. შენ გაქვს რაკეტები, მაგრამ იცი, რა გვაქვს ჩვენ? ჩვენ არ გვინდა შენი განადგურება, მაგრამ არ გვაიძულო ეს. არ გჯერა? მაშინ შეხედე ჩვენს შეიარაღებას, ვერ გადარჩები, მეგობარო!…” – მას მხოლოდ ეს ენა ესმის…” – დარწმუნებულია ლეხ ვალენსა.

შეგახსენებთ, ლეხ ვალენსა ჯერ კიდევ 2022 წლის 9 თებერვალს ამბობდა, რომ კიევმა მოსკოვს უნდა დაარტყას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

წყარო: “უნიანი”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული