fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მიდი, “მუხა” დაუშვი, ხეებთან არიან!… არტილერია გამოიძახე!…” – ქართველი მეომრები წინახაზზე

საქართველოს ლეგიონის სპეციალური დანაყოფის მებრძოლები ერთერთი ახლო შეტაკების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ.

ვიდეოში, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ ახლოს, სასროლ მანძილზეა და ქართველთა ჯგუფი მის მოგერიებას ცდილობს.

სპეცდანაყოფის მებრძოლები მტერს ავტომატებით, ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარებით, ტყვიამფრქვევითა და ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით იგერიებენ, ბოლოს კი ერთერთი მსროლელი არტილერიის გამოძახებას ითხოვს.

როგორც ქართველი მეომრები წერენ, 4 ივნისის ეს შეტაკება ქართველი ბიჭებისთვის უდანაკარგოდ დასრულდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული