fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“მე არ ვიცი, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს…” – მიხაილო პოდოლიაკი “ქართულ ოცნებაზე”

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები ტვ “ფორმულას” ეთერში შეაფასა, მართველი გუნდის წევრებს, მათ შორის, თბილისის მერს, ინტელექტი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ისინი “ქუჩური ენით საუბრობენ”.

გადაცემა “სანაიასთვის” მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი “ასეთ ადამიანებს” ხმას აძლევს, თუმცა, დაამატა, რომ ეს საქართველოს შიდა არჩევანია:

“არსებობს ასეთი ცნება, მაღალკულტურული ინტელექტუალური ადამიანი. როდესაც ეს სუბიექტები ქუჩურად ლაპარაკობენ, ამის წაკითხვა არ არის აუცილებელი. მე არ ვიცი, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტონით ლაპარაკობენ. ეს თქვენი შიდა არჩევანია. თქვენ შეიძლება აირჩიოთ ისინი, რომლებიც ნაკლებად განათლებული ადამიანების სტილში საუბრობენ. თუ თქვენ მოგწონთ, პრობლემა არა. მომხრე ვარ ორივე ხელით. ეს თქვენი შიდა პოლიტიკაა.

შეუძლიათ ილაპარაკონ, მაგრამ როცა ომი დასრულდება, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ერთმანეთს დავუსვამთ კითხვებს: თქვენ ხომ ასე ლაპარაკობდით, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, მაშინ აგვიხსენით, ასე რატომ მოქმედებდით? მერე ვისაუბრებთ. ახლა აქ ადამიანებს ხოცავენ და იძულებული ვარ ვუსმინო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი აზრების არგუმენტირება მოახდინონ”, – თქვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ტვ “ფორმულას” ეთერში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული