აქტუალური “Груз 200” ჩელიაბინსკისთვის: ლიკვიდირებულია 20 წლის ოკუპანტი, რომელიც ბუჩის გენოციდს ამართლებდა და წერდა, რომ “მათ (უკრაინელებმა) ეს დაიმსახურეს”.
ოლეგ რიაბოვის სიკვდილი რუსულ გამოცემა “74.რუ”-სთან დედამისმა დაადასტურა. რიაბოვის ლიკვიდაციას ადგილობრივ სამხედრო კომისარიატშიც ადასტურებენ.
რიაბოვი ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ აშაში ცხოვრობდა, ხოლო რუსეთის არმიაში 2021 წლიდან კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა.
