უკრაინელი ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ ლენდ-ლიზით გათვალისწინებული შეიარაღება ძალიან მალე ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს და ამუშავდება.
მისი თქმით, უკვე ერთ-ორ კვირაში კიევი მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჰაერივით საჭირო სისტემებსა და სხვა შეიარაღებას.
“როგორც კი საკმარისი შეიარაღება დაგროვდება, შესაძლებელი გახდება შეირაღებული ძალების ახალი დანაყოფების ფორმირება”, – აცხადებს ოლეგ ჟდანოვი.
“ბოლო მონაცემებით, რამდენიმე დატვირთული ხომალდი უკვე ღუზას უშვებს პოლონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების პორტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ან ორ კვირაში, შეიარაღება უკვე კიევში იქნება”, – ამბობს ჟდანოვი.
წყარო: “გლავრედ უკრაინა”.
შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო: