fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

კრემენჩუგი: დაღუპულთა რიცხვი თვრამეტამდე გაიზარდა, დაკარგულ 40 ადამიანს ეძებენ

კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თვრამეტამდე გაიზარდა – ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

კიდევ 40-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ივლება. არ არის გარკვეული, მათ შენობიდან გამოაღწიეს თუ სავაჭრო ცენტრის ჯერაც გაუსუფთავებელ ნანგრევებში არიან მოყოლილი. 

როგორც ამერიკელი რეპორტიორი კრემენჩუგიდან იტყობინება, ზოგიერთი ცხედრის ამოცნობა შეუძლებელია და ახლობლები ცდილობენ, ისინი სხეულის ნაწილების მიხედვით ამოიცნონ. 

საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გამოეხმაურა კრემენჩუგზე დარტყმას – დღეს გაეროს უშიშროების საბჭო სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იკრიბება. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუგზე დარტყმას “ევროპის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერაქტი” უწოდა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტღში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, საჰაერო განგაშის დაწყების შემდეგ, მათმა უმრავლესობამ შენობის დატოვება მოასწრო მანამ, სანამ მას რაკეტა დაეცემოდა. 

კრემენჩუგზე დარტყმა გუშინ განხორციელდა, რაკეტა პირდაპირ სავაჭრო ცენტრს დაეცა. ხანძარი 10.300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მის ლოკალიზებაში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული