უკრაინისთვის ბრძოლაში კიდევ ორი ეთნიკურად ქართველი, უკრაინის ორი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც ცნობილი გახდა, ლუგანსკისთვის ბრძოლაში დაეცა კირილ შანავა, რომელიც წლებია, ოჯახთან ერთად, უკრაინაში ცხოვრობდა.
მეორე დაღუპული ქართველი კი 24 წლის დანიელ გერლიანია. მისი მამა აფხაზეთიდანაა, დედა – უკრაინელი. ოჯახი კიევში ცხოვრობდა.
დანიელ გერლიანს 9 ივნისს, კიევის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის ერთერთი შეტაკების დროს, შაბათს დაიღუპა.