რუსეთის მხრიდან გააქტიურებული შეტევითი მოქმედებები არამარტო უკრაინის ცალკეული ფრონტის მიმართულებებზე, დედაქალაქის მიმართულებითაც შეინიშნება.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის ოლქში მტრის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები მოქმედებენ.
აქვე ნათქვამია, რომ კიევსა და მის მიმდებარე რაიონებში გამკაცრდება კონტროლი და სამართალდამცველები შეამოწმებენ ყველას, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში, სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილდება.