fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონთან ახლოს მდებარე დასახლებიდან ოკუპანტები განდევნეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ “ხერსონის მიმართულებაზე ჩვენ ვუტევთ”.

მისი თქმით, ოკუპანტებმა დატოვეს დასახლება ბლაგოდატნოე, რომელიც ხერსონის სიახლოვეს მდებარეობს.

“მათ ეს დაჯგუფება მათთვის უფრო საშიშ მიმართულებაზე გადაისროლეს, რადგან კონკრეტულად იქ, ჩვენ მათ ვაჯობეთ. ხერსონის მიმართულებაზე ჩვენ ვუტევთ”, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

მან ასევე ისაუბრა სხვა მიმართულებებზეც და ხაზი გაუსვა, რომ ზოგან რუსი ოკუპანტები ძალების კონცენტრირებისა და ხელახალი შეტევებისთვის ემზადებიან.

მაგალითად, არესტოვიჩის ინფორმაციით, დონბასის მიმართულებაზე ოკუპანტები დიდი ძალების კონცენტრაციას ახდენენ.

კონკრეტულად, რუსეთის შეიარაღებული ძალები გეგმავენ ერთდროულად დიდი სინქრონული შეტევების განხორციელებას იზიუმიდან პოპასნაიამდე, სადაც 35 -40 000 ჯარისკაცია მობილიზებული.

ვითარება შესაძლოა გაუარესდეს ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც რუსების კონცენტრაცია ფიქსირდება ზაპოროჟიეს სამხრეთში- ვასილეკას რაიონში.

ოკუპანტების მთავარ სურვილს წარმოადგენს ბახმუტ-ლისიჩანსკის ავტომაგისტრალის გადაჭრა, რათა ლისიჩანკ-სევეროდონეცკის მიმართულებაზე უკრაინის არმიას საბრძოლო მასალით უზრუნველყოფა „მოუსპონ“.

ფიქსირდება ლიმანის გავლით სლავიანსკთან უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის მზაობაც.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული