fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან 8 კმ გავათავისუფლეთ – “აზოვი”

ხერსონის ოლქში წარმატებული კონტრშეტევის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას დნეპრის “აზოვის” დანაყოფი.

მებრძოლების განცხადებით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 8 კმ ტერიტორია.

უნდა აღინიშნოს, რომ ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონრიერიშების შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები და დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც აქვეყნებდა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი წერს, რომ სევეროდონეცკში რუსული შენაერთები ხაფანგში შეიტყუეს, შექმნეს რა იმიტაცია, რომ ქალაქი დათმეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული