რუსეთის საოკუპაციო ძალები ემზადებიან უკრაინელთა პოზიციებზე ახალი შეტევებისთვის.
ამჯერად საფრთხის ქვეშაა ხარკოვი და ზაპოროჟიე, – ამის შესახებ აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი.
ზაპოროჟიის მიმართულებაზე მტერი ზალპური ცეცხლის სისტემების გადასროლის ეტაპზეა, ხოლო ხარკოვის მიმართულებაზე პირად შემადგენლობას აძლიერებს. მოტუზიანიკის განცხადების თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე დატყმები, შესაძლოა, ოკუპირებული ყირიმიდანაც განხორცილდეს.