fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ძალიან მალე მოხდება – დავით არახამია

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ სანქცირებული რუსული ნავთობის ტანკერი საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ეხმაურება.

არახამია ღიად წერს, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაა, რაც მისივე თქმით, ძალიან ახლო მომავალში მოხდება.

“შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება.

როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში.

მაგრამ მე უნდა გავუცრუო იმედები ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე. ასე არ იქნება. და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა”,- წერს დავით არახამია.

შეგახსენებთ, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “ესენკა” ახლა ბათუმის ნავთობტერმინალში დგას. “მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ გემი რუსული სანქცირებული კომპანიის “როსნეფტის”, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული.

წყარო: “მთავარი არხი”

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული