fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ირაკლი ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ “ალფა-სიხშირისთვის” საპარლამენტო წრეებთან დაახლოებული წყაროსგან გახდა ცნობილი.

წყაროს ინფორმაციით, მილიარდერსა და ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს.

ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც დავით სონღულაშვილის მამასთან, ბიძინა სონღულაშვილთან არის დაკავშირებული, ბიძინა ივანიშვილს სწორედ დავით სონღულაშვილი შესთავაზა.

წყაროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილს მმართველი პარტიის პრორუსული ფრთაც ლობირებს. სამთავრობო წრეებში არ ადასტურებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება იგეგმება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული