fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

იქ ვინც მივიდა, მაგარი სირები ხართ, შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ… – სამგორის გამგებელი 20 ივნისის აქციაზე

“იქ ვინც მივიდა, მაგარი სირები ხართ”, – ასე მიმართა სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ “ფეისბუქიდან” იმ ადამიანებს, ვინც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციას “შინ ევროპისკენ” ესწრებოდა და დაამატა, რომ ამ მიმართვაში მისივე თაობის ადამიანებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, აქციაზე მისულთა რაოდენობად, უცხოური მედიასაშუალებების მიერ, მინიმუმ, 60.000, მაქსიმუმ კი 120.000 დასახელდა.

“გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე , მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასედ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სირები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მხად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ”, – წერს სამგორის გამგებელი “ფეისბუქზე”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული