fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

Himars-ის ნებისმიერ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე, თავდაცვად ჩავთვლით – პენტაგონი

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ჯო ბაიდენმა ახალი დახმარების პაკეტი გაასაჯაროვა და მასში Himars-ებიც შედის.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Himars-ის გარდა, დახმარების ახალ პაკეტში შედის:

1. M-142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მაღალი სიზუსტის Gps-ით მართვად რაკეტებთან ერთად

2. 5 კონტრბატარეული რადარი – საარტილერიო თავდასხმისას მტრის საარტილერიო სისტემების ადგილმდებარეობის დასადგენად

3. საჰაერო ობიექტების დასაფიქსირებლად 2 რადარი

4. ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Fgm-148 Javelin-ის 50 გამშვები დანადგარი და 1000 რაკეტა

5. 6000 სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ( At-4; m72 law; carl-gustaf m3 maaws)

6. 15 000 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი

7. 4 სამხედრო -სატრანსპორტო ვერტმფრენი, Mi-17

8. 15 ტაქტიკური მანქანა-უცნობია რა ტიპის მანქანებზეა საუბარი.

9. ამერიკული ტექნიკისთვის სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა ქვეითი მებრძოლებისთვის.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებისთვის გადასამზადებლად უკრაინელ სამხედროებს სამკვირიანი კურსის გავლა მოუწევთ.

შეკითხვაზე, რატომ გადაეცა Himars უკრაინას, მაშინ როცა თეთრი სახლი ხაზს უსვამდა, რომ ვაშინგტონი კიევს მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა, პენტაგონში უპასუხეს, რომ აშშ თავდაცვად ჩათვლის უკრაინის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებას სუვერენული უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული