დაშა კიევის ოლქიდან იმ ჯოჯოხეთს იხსენებს, რაც მისი მშობლიური სოფლის ოკუპირებისას გამოიარა.
თებერვლის ბოლოს რუსულმა შენაერთებმა კიევის ოლქის სოფელი კატიუჟანკა დაიკავეს. როდესაც 13 წლის დაშა მამასთან და დედინაცვალთან ერთად ქუჩებში გადაადგილდებოდა, მათ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს.
მშობლები ადგილზევე დაიღუპნენ, მანქანა კი ცეცხლის ალში გაეხვა. დაშა მანქანიდან გადმოხტა და მას ამოეფარა, თუმცა ოკუპანტებს მისი მისამართით სროლა არ შეუწყვეტიათ.

მძიმედ დაჭრილმა დაშამ თავი მოიმკვდარუნა, რათა ჯარისკაცების სამიზნე აღარ ყოფილიყო. ოკუპანტები მასთან მივიდნენ და წიხლებით შესდგნენ. დაშას დიდი ძალისზმევა დასჭირდა, რომ არ განძრეულიყო. როცა ოკუპანტებმა თავი დაირწმუნეს, რომ დაშა მკვდარი იყო, წავიდნენ.
საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა.
წყარო: Ukraine UA