fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი, გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა.

რა მოხდა მის თავს და სადაა ამჟამად რუსი გენერალი, ჯერ დაუდგენელია, თუმცა, მედია ვარაუდობს, რომ ის, შესაძლოა, გადააყენეს უკრაინაში რამდენიმე სამხედრო ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ.

არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შეცვალოს უკრაინაში რუსეთის ოპერაციების ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, დვორნიკოვი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების კოორდინატორად აპრილში დაინიშნა.

ამ დასკვნამდე New York Times-ის ექსპერტები იმიტომ მივიდნენ, რომ გენერალ დვორნიკოვზე უკვე მაისის შუა რიცხვებიდან არაფერი ისმის, ამას გარდა, 26 მაისს, ჟურნალისტ-გამომძიებლებმა Conflict Intelligence Team-იდან მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მიმართულების კოორდინირება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-პოლკოვნიკ გენადი ჟიდკოს დაევალა.

ჩვენი ტელეგრამ-არხი: https://t.me/alfaprt

ჩვენი არხი Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UC72d9JCalQvSZ5MhSoPR2_g

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული