fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

გეი დიზაინერის მაისურში გამოწყობილი კოკა მორგოშია გეებს და “სხვა გარყვნილებს” დაემუქრა

ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის “ალტინფოს” ერთერთი დამფუძნებელი კოკა მორგოშია პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ თბილის პრაიდს ფესტივალს არ ჩაატარებინებს.

“დააანონსეს 28 ივნისი – 2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება. აქ არის ორი ღონისძიება, ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს. მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ამას არ დავუშვებთ”- განაცხადა კოკა მორგოშიამ.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციაზე, სადაც კოკა მორგოშიამ “გეებსა და სხვა გარყვნილებზე” ისაუბრა და მათ დაემუქრა, “ალტინფოს” დამფუძნებელი ჯანი ვერსაჩეს მაისურში წარსდგა.

შეგახსენებთ, ჯანი ვერსაჩე ცნობილი გეი დიზაინერია, მან შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიდან ერთერთმა პირველმა გამოაცხადა ქამინგ აუთი.

ასევე, შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის განცხადებით, წელს პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე იქნება, თუმცა “ღირსების მარში” არ ჩატარდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული