fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“გავრბივართ!.. სწრაფად!..” – Солнцепёк-იდან გაშვებული რაკეტის პასუხი პროპაგანდისტებმა 5 წამში მიიღეს

5 წამზე ოდნავ მეტი დასჭირდათ უკრაინელ არტილერისტებს საპასუხო დარტყმისთვის, როცა რუსმა ოკუპანტებმა მათკენ “სოლნცეპიოკის” (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სიტემა) რაკეტა ისროლეს.

აკაკი წერეთლის “ბაში-აჩუკისა” არ იყოს, რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტს – ერემინს ჯერ აღწერა არ დაემთავრებინა, რომ რაკეტის უნიკალურობაზე დაწყებული ზღაპრის მოყოლის შეწყვეტა და გაქცევა მოუწია. მას კვალდაკვალ მიჰყვა მთელი გადამღები ჯგუფი, ამ ხნის განმავლობაში კი, მათ პოზიციაზე, მათ შორის, “სოლნცეპიოკის” დისლოცირების ადგილას, სამი უკრაინული “მოფრენა” დაფიქსირდა.

“უკრაინელებმა, როგორც ჩანს, გამოააშკარავეს ჩვენი პოზიცია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს სისტემა ურტყამს სასტიკად, მაგრამ არა შორს. ასე რომ, ვტვირთავთ მანქანას და გავდივართ… სწრაფად! სწრაფად! აი, კიდევ ერთი დაეცა, ძალიან ახლოს…”, – ამბობს აღელვებული რუსი ჟურნალისტი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული