ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი რამზან კადიროვს ურჩევს, ტყუილებს შეეშვას.
გაიდაიმ კადიროვს სევეროდონეცკიდან მიმართა და მოუწოდა, ტყუილები პუტინისთვის შემოინახოს:
სევეროდონეცკში “კადიროველთა” დიდი რაოდენობით ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სერგეი გაიდაიმ გუშინაც გაავრცელა, როცა განაცხადა, რომ ქალაქიდან ოკუპანტებს 20%-ით უკან დაახევინეს.
“ადრე 70% აკონტროლებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 20%-ით შემცირებულია”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.