fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ევროპარლამენტმა ივანიშვილს “ოლიგარქი” უწოდა და ინდივიდუალური სანქციები მოითხოვა

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტმა “ოლიგარქად” მოიხსენია, კრემლთან მისი კავშირები და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენა ახსენა და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში,

ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ;

ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო” – ნათქვამია ევროკავშირის რეზოლუციის ტექსტში.

შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული