დროშა, რომელიც ბოლოს ფრიალებდა მარიუპოლის “აზოვსტალის” თავზე, უკრაინის ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
ცერემონიაში, რომელიც მუზეუმისთვის დროშის გადაცემის დროს მოეწყო, პოლკ “აზოვის” ერთერთი დამფუძნებელი გიორგი ყუფარაშვილიც მონაწილეობდა.
დროსა მუზეუმს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა და “აზოვის” ჯარისკაცებმა გადასცეს.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ ტყვედ მყოფი “აზოველების” ცოლებიც.