რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნისა და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შვილს აშშ-მა ვიზა გაუუქმა.
ამის შესახებ რუსული ოპოზიციური მედიასაშუალებები წერენ და ამატებენ, რომ ილია მედვედევმა აშშ ორი დღე-ღამის განმავლობაში უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევი აგრესიული, ფორმითა და მუქარის ტონით აკრიტიკებს როგორც ევროპის, ასევე დასავლეთის ყველა იმ ქვეყანას, აშშ-ის ჩათვლით, ვინც ღიად მხარს უჭერს და ეხმარება უკრაინას.