დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის მიმართულებით გასროლილმა რაკეტა “კალიბრმა” კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს.
“უნდა აღვნიშნოთ, რომ მუშა მდგომარეობაში მყოფ ენერგობლოკში თუნდაც რაკეტის ნამსხვრევების მოხვედრამ, შესაძლოა, ბირთვული კატასტროფა და რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს”, – ნათქვამია “უკრაინის ენერგოატომის” განცხადებაში.
