fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სისტემას 80 კმ სიშორზე მიზნის განადგურება შეუძლია

ორშაბათს პოლონეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 Globemaster III. ამ თვითმფრინავს 75 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.

თვითმფრინავი ცნობილი ჟეშუვის აეროდრომზე დაეშვა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 90 კილომეტრშია.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა M270-ს, კიევის თხოვნის პასუხად, მიაწოდონ მაღალი სიზუსტის, შორი მოქმედების სისტემები.

ჯერ ცნობილი არ არის, რამდენი ერთეული ასეთი სისტემა მიეწოდება უკრაინას, თუმცა, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასთან ერთად, უკრაინა მიიღებდა საბრძოლო მასალებს M31A1-სთვის.

უკრაინისთვის გადაცემულ სისტემების შეუძლიათ მიზნის განადგურება 80 კმ სიშორეზე. ასევე შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც კიევისგან მიიღო გარანტია, რომ არ გამოიყენებს მათ რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული