fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

დასავლელი პარტნიორები უკრაინას იმაზე მეტ იარაღს აწვდიან, ვიდრე ის ითხოვს – მარკ მილი

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდების ნებისმიერი დეტალი პირადად მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან განიხილება და დასავლელი პატნიორები კიევს იმაზე მეტ შეიარაღებასაც კი აწვდიან, ვიდრე ის ითხოვს, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილმა განაცხადა.

“მე ვესაუბრე გენერალ ზალუჟნის და ჩვენ მივიღეთ სია. ეს არის მათი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნა: მათ მოითხოვეს ათი საარტილერიო დივიზიონი, მივეცით 12. რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, მათ აქვთ 97 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. ეს იმაზე მეტია, რაც მსოფლიოში ტანკია.

ისინი ითხოვდნენ 200 ტანკს, ჩვენ მივაწოდეთ 237. მოითხოვეს 100 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და აქვთ 300-ზე მეტი. ჩვენ მათ გადავეცით, უხეშად რომ ვთქვათ, 1.600 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 60 ათასი რაკეტა”, – განაცხადა მარკ მილმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული