fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ბორჯომის” ჩამომსხმელი ორივე ქარხანა პარალიზებულია – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

3 საათზე მეტია, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა სრულად პარალიზებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც სხვა დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან.

საგანგებო მობილიზება აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაფიცულ მუშებს პიკეტის მოსახსნელად დრო მისცეს. ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება: დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ხელმძღვანელი.

გაფიცული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს. კომპანიაში დასაქმებულებს 2 თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ.

წყარო: “მთავარი არხი

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული