fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

Bild-თან ინტერვიუში, არესტოვიჩმა შოლცი მწვავედ გააკრიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, გერმანიის კანცლერი პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინელების დაღუპვაზე, უკრაინაში მძიმე იარაღის მიუწოდებლობის გამო.

“ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ყოველდღე 100 ჯარისკაცს ვკარგავთ, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და ვაიძულოთ ისინი დატოვონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

დაამატეთ ახალი გამოთქმა თქვენს ლექსიკონში: “play scholz” – მუდმივად დაპირდი, მაგრამ არასდროს შეასრულო, – თქვა არესტოვიჩმა ინტერვიუში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული