fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არის თუ არა უკრაინელებისთვის გადაცემულ ცხედრებს შორის ბახვა ჩიქობავას ცხედარი, ჯერ დაუდგენელია

ცხედრების გაცვლის პროცესის ფარგლებში, 4 ივნისს უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან მიიღო “აზოვსტალში” და მარიუპოლის სხვადასხვა ადგილებში დაღუპულ მეომართა ცხედრები, ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

“აზოვის” ექს-მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ ათეულობით ცხედარი, რომლებიც ამოყვანილია “აზოვსტალის” ნანგრევებიდან, უკვე კიევშია და მათ დნმ-ის ანალიზი უტარდება.

ჟორინის ინფორმაციით, ცხედრების გაცვლა შედგა პრინციპით 160-160-ზე.

“მინიმუმ ორი სატვირთო მანქანის ძარით მოიტანეს ცხედრები კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დნმ-ის ანალიზი ჩატარდება”, – განაცხადა ერთერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული, სავარაუდოდ, “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლის ძმამ.

შეგახსენებთ, მარიუპოლში დაღუპულ მებრძოლთა შორისაა “აზოვის” ერთერთი დამფუძნებლის, ბახვა ჩიქობავა, თუმცა, არის თუ არა მისი ნეშტი უკვე გადმოცემულ ცხედრებში, ჯერჯერობით დაუდგენელია.

წყარო: “ოდიშინიუსი”

ჩვენი პლატფორმა ტელეგრამზე:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული