fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არესტოვიჩი სამხრეთ უკრაინაში შეჭრის დროს “გადაწყვეტილების მიმღებ პირთა” ღალატზე ალაპარაკდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი რუსეთის შენაერთების მიერ სამხრეთ უკრაინაში შეჭრის დროს იმ პირთა ღალატზე ალაპარაკდა, ვინც “გადაწყვეტილების მიმღები” იყო. მისი თქმით, სამხრეთის მიმართულებაზე, შეჭრამდე, იმ დონის სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, რომ წესით, ის ყველაზე მეტად დაცული უნდა ყოფილიყო რუსული აგრესიისგან.

“მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა და რუსეთმა ამ ტერიტორიის ოკუპირება მოახერხა როგორც ობიექტური მიზეზების, ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან ღალატის გამო”, – თქვა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს რუსეთმა საკმაოდ მარტივად გაარღვია უკრაინის სამხრეთის დაცვის ხაზი და ზედიზედ აიღო დასახლებული პუნქტები, რის შემდეგაც უმოკლეს დროში მიადგა მარიუპოლს და ქალაქი ალყაში მოაქცია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული