fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არესტოვიჩი ჰყვება, როგორ მოკლეს გენერალ-მაიორი კუტუზოვი

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის რომან კუტუზოვის ლიკვიდაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი დეტალებს ასაჯაროვებს:

“რუსი გენერალ-მაიორი კუტუზოვი დაიღუპა, როცა ელიტური ნაწილის, საჰაერო-მოიერიშე ბრიგადის შეტევაზე გადაყვანას ცდილობდა.

ის ბრძოლის ველზე მოკვდა, როცა ჯარისკაცებს მიუძღოდა, მათთვის ბრძოლის ჟინის ასამაღლებლად. და ეს არაა პირველი და ერთადერთი შემთხვევა. როცა გენერლები ბრძოლის ველზე იღუპებიან, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ რუს სამხედროებს სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან მათ შორის ბევრია, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე”, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, გენერალ-მაიორ რომან კუტუზოვის ლიკვიდაციის ფაქტი უკვე დაადასტურეს როგორც უკრაინის არმიის გენშტაბმა, ასევე რუსულმა წყაროებმაც.

შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული