fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არავის დამცირებას არ ვგეგმავთ, ჩვენ გვკლავენ და ასევე ვუპასუხებთ – ზელენსკი მაკრონს გამოეხმაურა

Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა საფრანგეთის პირველი პირის ემანუელ მაკრონის მოწოდებებს იმის შესახებ, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი “არ უნდა იყოს დამცირებული”.

“რვა წელია, მოსკოვი სჩადის დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ და თავად მაკრონმა ძალიან კარგად იცის მოლაპარაკებათა დეტალები. მოლაპარაკება არაერთხელ აშლა რუსეთმა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანვე დაამატა, რომ არ ესმის, რაზე ლაპარაკობს მაკრონი. როცა რუსეთის არდამცირებაზე აკეთებს აქცენტს:

“მე არც კი მიმაჩნია, რომ უკრაინას ამცირებენ – ეს სუსტი პოზიცია იქნებოდა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომაც, არც ჩვენ ვაპირებთ ვინმეს დამცირებას საპასუხოდ – ჩვენც იგივე მეთოდებით ვუპასუხებთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული