fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ამ ომში, ყოველდღიურად, 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება – ზელენსკი

“ომში, ყოველდღურად, 60-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 500 კი ჭრილობებს იღებს. აი, რის ფასად გვიჭირავს ჩვენი თავდაცვითი საზღვრები”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის სირთულეებზე საუბრობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთში, უფრო კონკრეტულად კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცალსახად განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებებს მოლაპარაკება აწარმოოს საკუთარი ტერიტორიის დათმობის ხარჯზე, თუმცა, უმაღლესმა მთავარსარდალმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ იჩქარებს სრულ დეოკუპაციას, თუ ეს დიდ მსხვერპლს მოითხოვს და დაელოდება შესაბამისი შეიარაღების მიღებას.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული