fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“900-დან მხოლოდ 60 გადარჩა” – როგორ გაანადგურა ВСУ-მ ელიტარული რუსული დანაყოფი

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან პირველ კვირებში, ჯავშანტექნიკასთან ერთად განადგურდა სრულფასოვანი რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (როგორც წესი, ასეთ ჯგუფში 450-დან 1000 სამხედრომდე შედის).

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი კარპატეთი-ბერლინსკის სუვოროვის ორდენოსანი, წითელი დროშის მფლობელი მე-20 ცალკეული გვარდიული მოტომსროლელი პოლკის შემადგენლობაში იყო.

დანაყოფი 22220 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში იყო, რომელიც ვოლგოგრადში გახლდათ დისლოცირებული. მიმდინარე ბრძოლების შემდეგ ამ ჯგუფის 900 წევრიდან მხოლოდ 60 გადარჩა ცოცხალი.

ისტორია ამ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის განადგურების შესახებ, ასევე ამ ოპერაციის დეტალები “24-ე არხს” უკრაინის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა წყარომ უამბო.

როგორც წყარო ამბობს, სწორედ ამ განადგურების შემდეგ დაიწყეს რუსმა ჯარისკაცებმა უარის თქმა უკრაინაში საომრად წასვლაზე. მათივე თქმით, ამ ჯგუფის განადგურება იმიტომაც იყო ოკუპანტებისთვის გასაკვირი, რომ ის არ გადაადგილდებოდა გრძელ კოლონად, არ ჰქონდა პრობლემები ლოგისტიკაში და სარგებლობდა როგორც საჰაერო, ასევე საარტილერიო მხარდაჭერით, თუმცა ამ კომპონენტთა ერთობლიომაც კი ვერ უზრუნველყო მასში შემავალი ჯარისკაცების უსაფრთხოება.

წყარო: “24-ე არხი”

შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე – ალფანიუსი – ყველაზე ოპერატიული, მოკლე და საინტერესო ამბები უკრაინიდან და არამარტო:

https://t.me/alfaprt

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული