fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“30 წელი ვიგორეთ და ბოლოს იორდანეს ტალახიან ნაპირზე ამოვყავით თავი…” – ქეთი ტოროტაძე

მწერალი, რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორი ქეთი ტოროტაძე წერს, რომ საქართველოში “იმდენი რუსია, ქვა რომ ააგდო, რუსს დეცემა თავზე” და ამას “ხავერდოვან-აბრეშუმოვან” რევოლუციას უწოდებს.

ქეთი ტოროტაძე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასაც ეხმიანება და წერს, რომ ევროპისკენ გზა მდინარე იორდანეზე არ გადის:

“ქვა რომ გადააგდო, რუსს მოხვდება თავში, იმდენი რუსია თბილისში. ახლა შემოვედი სახლში და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გასული საუკუნის 60-80-იანი წლების აფხაზეთში ვიყავი, რუსებით რომ იყო სავსე, და ადგილობრივებიც რუსიფიცირებული რომ იყვნენ, სამწუხაროდ, იმდენად, რომ ყოველთვის, როცა აფხაზეთში ვიყავი, უცხო და, ცოტა არ იყოს, მტრულ გარემოში ვგრძნობდი თავს.

ეს მცოცავი ოკუპაციაც აღარ არის. აღარც ჰიბრიდული ომია – მგონი, ეგეც გავიარეთ უკვე. ეს ტოტალური ხავერდოვან-აბრეშუმოვანი ოკუპაციაა.

რა ევროპა, რი ევროპა, რუსეთმა და საქართველომ, მგონი, უკვე აღადგინეს საბჭოთა კავშირი. ასე იცის იორდანეს ტალახის ზელამ.

გზა ევროპისკენ მდინარე იორდანეზე არ გადის, აი, რუსეთისკენ კი გადის. მერე რა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო აღარ გვაქვს – სამაგიეროდ, გვაქვს მიწის ნაკვეთი იორდანეს ნაპირზე.

30 წელი ვიგორეთ და ბოლოს იორდანეს ტალახიან ნაპირზე ამოვყავით თავი. მაგრამ სიმინდის კარგი მოსავალი მოვა მანდ, რამე რომ იყოს. მასეთი ნიადაგი ძალიან უხდება სიმინდს…”, – წერს ქეთი ტოროტაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა:

“დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა. 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა!“, – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული