სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კენჭისყრის პროცედურა, სადაც კომსერვატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, მისდამი ნდობის საკითხი ხმათა უმრავლესობით, ჯონსონის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის დატოვებას ხმა მისცა 211-მა წევრმა, წინააღმდეგი კი 148 იყო. შესაბამისად, ბორის ჯონსონი რჩება როგორც პარტიის ლიდერად, ასევე პრემიერადაც.
უნდობლობის საკითხის დადგომის შემდეგ, ბორის ჯონსონის უფლებამოსილების შეჩერებისთვის კონსერვატორთა უმრავლესობა – 180 დეპუტატი იყო საჭირო.
ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 20 მაისს მისმა მდივანმა 100-ზე მეტი ადამიანი, “სოციალური დისტანციის დაცვით”, რეზიდენციის ბაღში, წვეულებაზე მიიწვია. ეს მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი იყო გამოცხადებული. ბორის ჯონსონმა ამის გამო ბოდიში მოიხადა.
