fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

1950-იანების ბოლოს გამოშვებული შესახვევი პაკეტი და სტერილური ბინტი – რა დევს რუსი ჯარისკაცის სამედიცინო ჩანთაში

უკრაინის ერთერთ ფრონტზე ახალწვეული რუსი ჯარისკაცებით დაკომპლექტებული რაზმის განადგურების შემდეგ, მათი იარაღისა და აღჭურვილობის დათვალიერების შედეგებს უკრაინელი სამხედროები აქვეყნებენ.

მათ მიერ გადაღებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ იმ რუსი ჯარისკაცის სამედიცინო ჩანთაში, რომლის შიგთავსმა, საჭიროების შემთხვევაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა და/ან პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა უნდა უზრუნველყოს, დევს:

შესახვევი პაკეტი, გამოშვებული – 1957 წელს, სტერილური ბინტი, გამოშვებული 1959 წელს და ასევე, ჭრილობის დროს სისხლდენის შეჩერებისთვის განკუთვნილი გადასაჭერი რეზინი, ე.წ. ჟგუტი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული