სამგორის გამგებელმა “სირები” უწოდა 20 ივნისის აქციაზე მისულ იმ ადამიანებს, ვინც მისი თაობიდანაა. ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ კახა სამხარაძემ “ფეისბუქზე” სტატუსი წაშალა, თუმცა, განმარტა, რომ “სირი” სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს და რომ ის და მისი მეგობრები ერთმანეთს ასე მიმართავენ. მოგვიანებით, გაკეთდა ოფიციალური განმარტება, სადაც აღნიშნული იყო, რომ “ფეისბუქი” პირადი სივრცეა, ხოლო გამგებელმა ხალხს არასამუშაო საათებში აგინა.