fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

თემურ თათარაშვილს “ოცნების” სასარგებლოდ აქტიურობაზე გული აუცრუვდა და წერს, რომ “ბიძინასგან სიგარეტის ერთი კოლოფიც კი” არ ახსოვს.

“ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და მინდა მოგახსენოთ, უკვე წლებია ჩემი ოცნების მხარდაჭერის გამო ვარ თავდასხმის და შეურაწყოფის ობიექტი, მსხვერპლი.

ხან ვაზელინს მეძახიან ხან მონას

უკვე მართალი გითხრათ მომბეზრდა ეს ყველაფერი ავიტანო გაუნათლებელი და გაბოროტებული ხალხისგან.

არც იმის მტკიცებას დავიწყებ რომ არანაირი გამორჩენა არ მაქვს არავისგან, მეტსაც გეტყვით ყველას რომ გონია მე ივანიშვილი მანებივრებს და განსაკუთრებულ პირობებში ვარ – ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს მისგან

ასე რომ დაიოკეთ ნერვები.

მე ვილანძღები მაგრამ არ ვკარგავ მაყურებელსაც და პატივისცემას რომელიც წლების მანძილზე დავაგროვე,

მაგრამ წინსვლა და უფრო მყარად რომ ვიდრე ამის შესაძლებლობა არ მაქვს!!!

ხოლო ის ხალხი რომლებიც სდუმან ან შუაშიტს თამაშობენ ან კიდევ ღიად აფიქსირებენ ჩემგან განსხვავებულ აზრს ისინი მიიწევენ მაღლა ,

მოკლეთ დავასრულებ აქტიურობა ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ოცნების მხარდამჭერი აღარ ვარ ან ივანიშვილის მგინებელი გავხდები როდესმე.

უბრალოდ დავასრულე ჩემი აქტიურობა აქ წერაკითხვით, ვისაც უყვარდი ალბათ დღესაც ვუყვარვარ

და ვისაც არა სულ კარგად იყვნენ !” – წერს მომღერალი “ფეისბუქზე” (სტილი დაცულია).

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული