fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ზინჩენკო პრესკონფერენციაზე ატირდა, როცა ომზე ლაპარაკობდა

“მანჩესტერ სიტისა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ოლექსანდრ ზინჩენკომ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები, უზრუნველყონ საფეხბურთო ზეიმი ყველა უკრაინელისთვის.

“ნებისმიერი უკრაინელის მთავარი ოცნება ამ ომის შეჩერებაა. მე ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ვესაუბრე უამრავ პატარა უკრაინელს, რომელთაც არაფერი ესმით, მაგრამ ერთი სურვილი აქვთ – ომი მალე დასრულდეს.

მაგრამ თუ ფეხბურთზე ვისაუბრებთ, ჩვენ, ფეხბურთელებსაც გვაქვს ჩვენი ოცნება – გავემგზავროთ მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს ზეიმი და ემოცია ვაჩუქოთ ყველა უკრაინელს ამ ძნელ დროს, რადგან მათ ეს დაიმსახურეს”, – განაცხადა თვალცრემლიანმა ზინჩენკომ.

შეგახსენებთ, 1 ივნისს უკრაინის ნაკრები შოტლანდიის ნაკრებს ხვდება და ეს შეხვედრა გადაწყვეტს, ამ ორი ნაკრებიდან რომელი გაემგზავრება ყატარში, რათა მონაწილეობა მიიღოს ფინალურ ტურნირში.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული