fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელმა პილოტმა Су-35 ჩამოაგდო და ოკუპანტთა პოზიციები გაანადგურა

უკრაინის არმიის შეიარაღებაში რიცხული МиГ-29-ის პილოტის მაღალ კლასზე წერს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ანატოლი კრავჩუკი. მისი თქმით, Су-35 ცდილობდა შჭეეტია უკრაინელი მეომრების პოზიციებისთვის, რა დროსაც უკრაინელმა პილოტმა, რომელიც სულაც სსრკ-ს დროინდელ მიგ-29-ს მართავდა, მაღალი კლასი გამოავლინა და ჩამოაგდო რა რუსული მოიერიშე, უკრაინელი მეომრებიც დაიცვა.

“ჩვენმა პილოტმა დაუჯერებლად მაღალი ოსტატობა გამოავლინა და დაამტკიცა, რომ “მსოფლიოს მეორე არმიის” პილოტებზე უკეთაა მომზადებული. დიახ, ასეა,ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი არმია მსოფლიოს ნომერ პირველი მეომრებით”, – წერს კრავჩუკი.

შეგახსენებთ, 29-30 მაისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. ამავე მიმართულებაზე, დღე-ღამის განმავლობაში, ჩამოგდებულია ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უ.ს.ა. “Куб”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული