fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინელმა მედესანტეებმა ფსკოვის პოლკის დანაყოფი გაანადგურეს

უკრაინელმა მედესანტეებმა ფსკოვის ოლქის სადესანტო-მოიერიშე პოლკის 104-ე ოცეული გაანადგურეს. მოკლულია ოცამდე ოკუპანტი და მათ წინ მოძრავი ჯავშანტექნიკა – ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ გაავრცელა.

აქვე გეტყვით, რომ 29-30 მაისს, დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 5 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ფრთოსანი რაკეტა, გაანადგურეს ასეულის ტაქტიკური ჯგუფი და საბრძოლო მასალების საწყობი.

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. ამავე მიმართულებაზე, დღე-ღამის განმავლობაში, ჩამოგდებულია ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უ.ს.ა. “Куб”.

კრივოი როგიდან სამხრეთით უკრაინელებმა წარმატებული შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. განადგურებულია 60-ზე მეტი ოკუპანტი და მტრის საბრძოლო ტექნიკის 19 ერთეული. ჩამოგდებულ საჰაერო სამიზნეს შორის არის СУ-35.

ასევე სამხრეთის მიმართულებაზე, უკრაინელებმა დღე-ღამის განმავლობაში, 60-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს, ასევე განადგურებულია 27 ერთეული მტრის ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი და ოკუპანტთა სამეთაურო პუნქტი.  

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული