fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულდება, სიტუაცია ფრონტზე მძიმეა – დანილოვი

უკრაინაში ომი ჯერ არ მთავრდება და სწრაფად მისი დამთავრება არ გამოვა, ხოლო იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ, აუცილებელია მთელი სახელმწიფოს კონსოლიდაცია, – აცხადებს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსანდრ დანილოვი.

“მიმაჩნია, რომ განცხადებები, რომ ომი ძალიან მალე დასრულდება, რომ აი, აპრილში გამარჯვებას ვიზეიმებთ და ა.შ, ძალიან სახიფათო იყო. სამწუხაროდ, ომი ჯერაც გაგრძელდება და გამარჯვებისთვის ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ფრონტზე, ბრძოლა მიმდინარეობს ლუგანსკის, დონეცკისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ოლქებში”, – განაცხადა ოლექსანდრ დანილოვმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული