უკრაინისთვის შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის რეაქიულისისტემების გადაცემაზე ჯო ბაიდენის უართან დაკავშირებით წარმოქმნილ შეკითხვებს მოკლე ტვიტით უპასუხა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ექს-მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა.
“უკრაინა მიიღებს იმაზე შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის რაკეტებს, ვიდრე დღეს აქვს, მაგრამ არა ისეთს, რითაც მათ შეეძლებათ დარტყმები განახორციელონ რუსეთის სიღრმეში”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.
