fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა აშშ-სგან ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიიღებს – წინადადება დამტკიცებულია

აშშ-მა დაამტიკცა MLRS M270- მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემების გადაცემა უკრაინისათვის, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს უკრაინას დონბასის დაცვაში, წერს The New York Times ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

როგორც წყარო ავრცელებს ამერიკული შორსმსროლელი საარტილერიო სისტემებთან ერთად უკრაინას გადასცემენ უმართავ და მართვად რაკეტებს, განიხილება GMLRS- ის მართვადი რაკეტების მიწოდება რომლის საცეცხლე დაფარვის დიაპაზონი 70 კილომეტრამდეა, თუმცა არსებობს GMLRS-ების სამი მოდიფიკაცია:

თანამედროვე მართვად რაკეტას 150- კილომეტრამდე აქვს საცეცხლე დიაპაზონი. სამწუხაროდ ამ ეტაპისათვის, სავარაუდოდ, არ იგეგემება მაღალი მობილობის მქონე ბორბლებიან შასიზე მოძრავი სადესანტო ჯარებისათვის შექმნილი HIMARS(High-Mobility Artillery Rocket System) შესაბამისად არ იგეგმება MGM-140-ATACMS-ის ოპერატიულ ტაქტიკური რაკტების გადაცემაც, რომლის საცეცხლე დაფარვის დიაპაზონი 310-დან 500 კილომეტრამდეა.

გავრცლებული ცნობით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა HIMARS-ების გადაცემაზე და სავარაუდოდ, ის 15 ივნისს დადგემილ რამშტეინ-3- ის შემდგომ დამტკიცდება.

  • შემოგვიერთდით ტელეგრამზე:
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული