fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“თუ იტალიელები ფაშისტები არიან, რატომ იყიდეთ აქ ოთხი ვილა?”

კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვს იტალიელმა სათანადო პასუხი გასცა.

როცა გადაცემის წამყვანი პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს იტალიელ სტუმარს ისტორიულ ექსკურსს უტარებდა და უხსნიდა, რომ რუსები კი არ ჩასულან იტალიაში საომრად, არამედ რუსეთში “იტალიელი ფაშისტები მოვიდნენ”, იტალიელმა მას წიაღსვლა შეაწყვეტინა და ჰკითხა:

“თუკი იტალიელები ფაშისტები არიან, აქ ოთხი ვილა რატომ იყიდეთ?”, რაზეც სოლოვიოვმა უპასუხა, რომ ახლა იტალიელები ფაშისტები არ არიან და რომ როცა ვილებს ყიდულობდა, მაშინ იტალიელ ხალხს რუსების ესმოდა და ისინი უყვარდათ.

პირდაპირი ეთერი და კურიოზი ვლადიმირ სოლოვიოვის მონაწილეობით
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული