fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“თავები დაუჭრიათ და ამოუწყვეტიათ „კადიროველებს“ – ალტ-ინფოელი უკრაინელებზე

კონსერვატიული მოძრაობის (ალტ-ინფო) წევრი: “[უკრაინელები] საერთოდ არ მაინტერესებს, თავები დაუჭრიათ და ამოუწყვეტიათ „კადიროველებს“, ნებისმიერი რუსი მირჩევნია, ვინც საქართველოში ომობდა…

„ალფა სიხშირეს“ მიაწოდეს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ჩატიდან აუდიოფაილი, სადაც ალტ-ინფოს ერთ-ერთი აქტიური წევრი საუბრობს.

„საერთოდ გული არ მწყდება, ამოუწყვეტიათ, ვაფშე თავები დაუჭრიათ „კადიროველებს“, საერთოდ არ მაინტერესებს… ეგენი ადამიანები არ არიან. არა მაქვს საერთოდ, არანაირი ემოციური ბმა: „მოძმე ერი“ ჩემთვის ეს არ არის, ნებისმიერი რუსი მირჩევნია, ვინც ვაჟკაცურად იომა საქართველოში, რომ ეგონა, სწორს აკეთებდა და ომი რომ მორჩა, ქართველს თუ პატივს სცემს, ის რუსი მირჩევნია ამ ნაბიჭვრებს, იმიტომ რომ ესენი არავის არ თვლიან ადამიანებად, ასეთები მე ნანახი არ მყავდა და არ მეგონა, რომ ვნახე პირველად, გაოცებული ვიყავი. ეს ჩვენთან რა იციან ამ დებილმა, სუნიანმა, ჩა**ულმა ლიბერალებმა, ესენი ევროპაში რომ წამოვლენ ან უკრაინაში რომ წავლენ, სასტუმროს და ტურისტულ ზონას არ სცილდებიან“, – ამბობს “ალტ-ინფოს” წევრი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული