fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ტექნიკაზე Z დავიტანეთ და “აზოვსტალისკენ” დავიძარით…” – ვოლინა ჰყვება, როგორ გააცურა ოკუპანტები

უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ვოლინა, რომელიც ერთერთია “აზოვსტალიდან” გამოსულ უკრაინელ მებრძოლებს შორის, იმ ეპიზოდს იხსენებს, როგორ შეუერთდნენ ბრიგადის მებრძოლები “აზოვსტალში” გამაგრებულ “აზოველებს”.

ვოლინას თქმით, გარღვევა დაგეგმეს, თუმცა, მცირე ხრიკიც გამოიყენეს, კერძოდ, იმ ჯავშანტექნიკაზე, რომლითაც მარიუპოლის რამდენიმე ქუჩა უნდა გადაეკვეთათ, ოკუპანტების ამოსაცნობი ნიშანი Z სიმბოლო დაიტანეს, რათა გზად შემხვედრი ოკუპანტთა პატრულის მხრიდან ცეცხლის გახსნისგან თავი დაეზღვიათ. მეთოდმა გაამართლა და 36-ე ბრიგადის ჯარისკაცთა ის ნაწილი, რომლებიც ვოლინამ თან წაიყვანა, “აზოველებს” შეუერთდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული