fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

შშმ პირი ჯარისკაცებს კვირაში 1000 ვარენიკს უგზავნის

42 წლის ევგენი კომპანეცი თავის ბინაში სამხედროებისთვის ფრონტზე გასაგზავნ ვარენიკებს ამზადებს. ევგენი კვირაში დაახლოებით ათას ცალს გზავნის. ის უკვე ათ წელზე მეტია, ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. მას ვარენიკების გაკეთებაში მეუღლე და ქალიშვილი ეხმარებიან.

„იმ დღეს, როცა მოხალისეები უნდა წავიდნენ, ვცდილობთ, საყინულე მაქსიმალურად გავავსოთ. ხუთშაბათს, ჩვენი 930 პელმენი წავა ფრონტზე. ზუსტად სად, არ ვიცი. დიახ, არ მაინტერესებს… იქ ყველა ჩემიანია. სამხედროებმა მადლიერების ნიშნად ვიდეოც დადეს, სადაც ჩემს ვარენიკებს ჭამენ.”- თქვა მან ადგილობრივ გამოცემა Pro Vse-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

2011 წელს ევგენი სამსახურში სიმაღლიდან გადმოვარდა, რის გამოც უკვე მეთერმეტე წელია ეტლსაა მიჯაჭვული. ის ამბობს, რომ ტრავმა რომ არა, ომში წავიდოდა. ამიტომ გადაწყვიტა ქვეყნის დაცვაში ისე ჩაერთოს, როგორც შეუძლია – სამხედროებისთვის საკვების მომზადებით.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული